სამარცხვინოა, დადის ქალაქ-ქალაქ, შხამს ანთხევს და მათხოვრობს – გიგი უგულავა ღარიბაშვილზე

სამარცხვინოა, დადის ქალაქ-ქალაქ, შხამს ანთხევს და მათხოვრობს – ამის შესახებ ფოთის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

,,უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. დააკვირდით, სამეგრელოში დაიარა, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს… იცის ღარიბაშვილმა, რომ ის ხალხი, ვინც გვერდზე ედგნენ, ბატონი ხახუბია, ბატონი ლატარია და მათი ხელის ბიჭი, მერობის კანდიდატი ვაჭარაძე, ეს ხალხი რომ ფოთს აყროლებს თევზის სუნად? იცის რომ ეს ხალხია დამნაშავე? სამარცხვინოა პრემიერმინისტრი, რომელიც დადის ქალაქ-ქალაქ, მათხოვრობს” – აღნიშნავს უგულავა.