მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანა შერჩევითი უკანონობა და შურისძიებაა – ხოშტარია

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანა შერჩევითი უკანონობა და შურისძიებაა – ამის შესახევ პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატიატიკა მოყავდა რამდენი გადაყავდათ ციხიდან. ნახეთ რა ჰუმანურები ვართო.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად!” – წერს  ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.