ანგელა მერკელს კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ანგელა მერკელს კანცლერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ უწყება ოფიციალურად გადასცა.

გერმანიის პრეზიდენტმა ანგელა მერკელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მას სთხოვა, მთავრობის მეთაურის მოვალეობა მანამ შეასრულოს, სანამ პარლამენტი მის შემცვლელს არ აირჩევს.

გერმანიაში, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

27 სექტემბერს, გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.