საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება – საქმე, საქმე და საქმე – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს უფლება აქცია ჩაატაროს, თუმცა ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება – საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს.

„აქცია მათი უფლებაა. მათ აქვთ უფლება, რომ ჩაატარონ აქციები. მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმე, პროექტები დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ასე ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას“,- განაცხადა კალაძემ.