საქართველოში კორონავირუსით კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 757 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 340 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.