1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1637 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1637 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.06 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6490 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3258 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2488 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ნოემბრიდან შევა ძალაში.