პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი

პენიტენციური სამსახური მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიდეომასალა ასახავს, როგორ იღებს პატიმარი სააკაშვილი საკვებსა და ნატურალურ წვენებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ის პირველ, 2 და 3 ნოემბერს არის გადაღებული.

შეიძლება იყოს საკვები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შეიძლება იყოს სასმელი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება