„სააკაშვილის კადრების ჩვენებით ,,ოცნებამ“ დაარღვია პატიმრის უფლებები, ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი მათი მხრიდან – რასაც სააკაშვილი მიირთმევდა არ იყო საკვები, ეს არის შიდა ვენური კვება” – პაატა ზაქარეიშვილი სააკაშვილზე

,,ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია პატიმრის უფლებები, ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი მათი მხრიდან – ,,ჯიემთივისთან“ საუბარში კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი შიმშილობს და სამწუხაროა, რომ ასეთი ჩვეულებრივი მომენტებით, როგორიც პატიმრის მხრიდან შიდა ვენური კვებაა, მანიპულირება ხდება.

,,ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც პატიმრის უფლებები დაარღვია და აჩვენა კადრები, ყოვლად დაუშვებელი იყო რაც მათ გააკეთეს. ეს არის პატიმრის უფლებების დარღვევა, ეს არ იყო ფარული ჩანაწერები, ეს იყო ოფიციალური ჩანაწერები, სადაც ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში ღებულობს სამედიცინო დანიშნულების ნივთიერებას. ეს არ არის საკანი, სადაც ღებულობენ პატიმრები საკვებს და ეს არ იყო საკვები, რასაც მიირთმევდა სააკაშვილი. ეს არის შიდა ვენური კვება, ის რასაც ახლა იღებს ფაფის სახით შემდეგ მიიღებს ვენაში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე არ ვარ სააკაშვილის მომხრე, მაგრამ ის რაც ხდება მის მიმართ არის ყოვლად ამორალური“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.