„ტელევიზიებს არბევ… ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ!” – სამხარაძე ლომჯარიას

„ქართული ოცნების” წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თავს ესხმის.

მეოცნებე დეპუტატი, რომელმაც დღეს რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ლომჯარიას ფაშისტს უწოდებს:

„მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!..ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს!ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან-ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების – ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი” – წერს სამხარაძე.