პროტესტი იმართება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აინტერესებთ ფასის სწორი კალკულაცია – ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან ოფისში და ავუხსნიდით თუ როგორ ხდება ფასის კალკულაცია, თუმცა გამოხმაურება ამ შეთავაზებაზე არ ყოფილა – ვასილ ხორავა

პროტესტი იმართება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აინტერესებთ ფასის  სწორი კალკულაცია – ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან ოფისში და ავუხსნიდით თუ როგორ ხდება ფასის კალკულაცია, თუმცა გამოხმაურება ამ შეთავაზებაზე არ ყოფილა  – ამის შესახებ ,,ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი, რომელიც აგორებულია სოციალურ ქსელებში არის უსაფუძვლო.

,,პროტესტი, რომელიც გამოწვეულია დღეს არსებული მდგომარეობით, იმართება იმ ადამიანების მიერი, რომლებსაც არ აინტერესებთ სწორი კალკულაცია ფასისა. ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან ოფისში და ავუხსნიდით თუ როგორ ხდება ფასის კალკულაცია, თუმცა გამოხმაურება ამ შეთავაზებაზე არ ყოფილა. ეს იქნება ღია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დეტალურად გაერკვნენ თუ რისგან შედგება ფასი: მომწოდებლის ფასი, განბაჟება, გადასახადები და ასე შემდეგ.

ეს პროტესტი არის უსაფუძვლო, იმიტომ რომ ჩვენი ფასები არსებითად ასახავს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს. ეს პროტესტი საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ექნებოდა ზე მოგება. პირიქით, კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია დაბალ ფასზე. ჩვენ არ ვართ მომპოვებელი და მწარმოებელი, ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური კონტრაქტი ევროპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან“ – განაცხადა ვასილ ხორავამ.