ანრი ოხანაშვილი – ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და თან შეურაცხყოფას აყენებდე სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს

ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და თან შეურაცხყოფას აყენებდე სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს, ასევე აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს.

„წარმოუდგენელი ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და პარალელურად ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდე პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს!

ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს!

უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი!“, – წერს ანრი ოხანაშვილი.