ერდოღანი: უნდა დავასრულოთ ასადის სახელმწიფო ტერორი!

თურქეთის არმია სირიაში შევიდა, როგორც ერდოღანი აქცადებს, დროა მაშარ ასადის ხელისუფლებას ბოლო მოეღოს.

-„ჩემი მონაცემებით სირიაში დაახლოებით მილიონი ადამიანი დაიღუპა, არ არის ქალის და ბავშვის გარჩევა. სად არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? ერაყშია? არ არის. დიდხანს ვითმენდით და ბოლოს იძულებულნი გავხდით შევსულიყავით სირიაში „თავისუფალ არმიასთან“ ერთად. ჩვენ მათი მიწა არ გვინდა, მიწა და ტერიტორია კანონიერ მფლობელს უნდა ეკუთვნოდეს. ჩვენ მხოლოდ იმიტომ მოვედით სირიაში, რომ დავასრულოთ ასადის სახელმწიფო ტერორი“-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

უფრო ადრე ასადმა ერდოღანს „ავადმყოფი“ უწოდა.

ცოტა სნის წინ თურქეთის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კავშირი გაწყდა ორ მეომართან, რომლებიც სირიის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ამავე დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები აცხადებენ, რომ ტყვედ აიყვანეს თურქეთის არმიის 2 სამხედრო.

კომენტარის დატოვება