პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე ცნობით, ექიმი რეანიმატოლოგი მედიისთვის კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ადვოკატმა მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ სახალხო დამცველთან და პენიტენციურისგან მიწოდებული ინფორმაციით, მდგომარეობა დასტაბილურდა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password