მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან- სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ოპოზიცია სისხლის ღვრაზეც კი წავა, რათა იგი გაათავისუფლოს – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გადაყვანა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებული უნდა იქნეს.

„მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არის სერიოზული რისკები. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და მიზანი არის ის, რომ გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების, ამისათვის ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი. ვიცით, რომ ეს პარტია ყველაფრის მკადრებელია, აქედან გამომდინარე არსებობს უსაფრთხოების რისკები. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლის ღვრის ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.