“პრემიერი ფარმაცევტული დარგის გაგებაში არაა-დაწერონ კანონპროექტი, მე წავიკითხავ, თუმცა ძალიან ბევრს ვიმოქმედებ” – კახა ოქრიაშვილი

“პრემიერი ფარმაცევტული დარგის გაგებაში არ არის“ – ასე აფასებს  „ბიემჯისთან” საუბარში PSP-ჯგუფის დამფუძნებელი, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფარმაცევტულ დარგში დაანონსებულ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც, როგორც პრემიერმა თქვა, აღნიშნული მიმართულებით ბაზარზე ქაოსია და მეტი სიმკაცრეა საჭირო.

“ფარმაცევტული დარგის გაგებაში არ არის პრემიერი. ფარმაცევტული კომპანიები ფინანსურ მონაცემებს აქვეყნებენ წელიწადში ერთხელ, ის არის საჯარო და მოგების მაჩვენებელი არის 10%-მდე. ჩემი აზრით, 15%-იც ლეგიტიმურია, თუმცა ეს არავის აქვს. ჩემი კომპანიის მოგება 6%-მდეა და ეს აბსოლუტურად მისაღები მაჩვენებელია, უფრო მეტიც უნდა იყოს, რათა დარგი განვითარდეს. ამდენად, ფაქტია. ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, გადააბრალოს კერძო სექტორს პრობლემები, რომლებიც თავად ვერ მოაგვარა 10 წლის მანძილზე.

– ადგილობრივი წარმოება ხელშეწყობას საჭიროებს და სრულიად შესაძლებელია, რომ ის ის ბაზრის 50%-ს იკავებდეს, ნაცვლად 8%-ისა. სხვა ქვეყნებში ადგილობრივ წარმოებას გაცილებით მეტად უწყობენ ხელს, ვიდრე ჩვენთან.

– თუ ახალი კანპონპროექტი უნდა შემუშავდეს, დარგის წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ. დაწერონ კანონპროექტი, მე წავიკითხავ, თუმცა ძალიან ბევრს ვიმოქმედებ. თურმე კახა ოქრიაშვილისთვის უნდათ კანონის დაწერა. იმის გამო, რომ მე ოპოზიციონერი ვარ, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ”,-ამბობს კახა ოქრიაშვილი BM.GE-სთან

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე სრული ქაოსია და უკონტროლო მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

“არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვს საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

წაიკითხეთ ვრცლად BM.GE-ზე

ასევე დაგაინტერესებთ: ირაკლი ღარიბაშვილი – მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება

ირაკლი ღარიბაშვილი – უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს

გია ვოლსკიფარმაცევტული სფერო სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს

დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არის გარკვეული გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმებს შორის, ზოგ შემთხვევაში ფინანსურ შემოსავალს არჩევენ და გვერდზე ტოვებენ საექიმო ეთიკას – დიმიტრი ხუნდაძე