ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზვიადაური დაცვის მხარემ, სასამართლოს პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება მკვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

შემდგომი სასამართლო პროცესი, საქმის არსებითი განხილვით განახლდება.