„ნაცებსაც” და „ქოცებსაც”, ორივეს ჩაგრეცხავთ ისტორია, თანაც სამუდამოდ – შალვა ნათელაშვილი

„ნაცებსაც” და „ქოცებსაც”, ორივეს ჩაგრეცხავთ ისტორია თანაც სამუდამოდ – ამის შესახებ ,,ლეობორისტული პარტიის” ლიდერი ,,ფეიბსუქის” პირად გვერდზე წერს.

,,მე ვთხოვ ყველას შედით ჩემს გვერდზე და ნახეთ როგორ ილანძღებიან ნაცები,თუ ნაც–ტროლები პოსტზე რომელიც არ მოეწონათ.ამის შემდეგ მითხარით რა განსხვავებაა „ქოცებსა” და „ნაცებს” შორის,ქოც–ტროლებსა და ნაც–ტროლებს შორის. სწორედ ამიტომ ორივეს ჩაგრეცხავთ ისტორია თანაც სამუდამოდ” – წერს ნათელაშვილი.

ამასთან „ლეიბორისტების” ლიდერი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოში გუშნდელ სიტყვასაც გამოეხმაურა და  თქვა, რომ მისმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა მის უცვლელობაში, მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს.

ნათელაშვილის თქმით, მაშინ მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე.

მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რეოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ.

აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები, ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ, მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე განაცხადა: „პუტინმა 2007 გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ პატარკაციშვილი არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები“. სააკაშვილის განმარტებით, პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული.