მამუკა მდინარაძე: თუ სახალხო დამცველი ფუნქციას სწორად შეასრულებს, მადლობას გადავუხდით და ობიექტურები ვიქნებით

„როდესაც სახალხო დამცველი ჩაერთვება იმ ნარატივსა და მესიჯბოქსში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ალაგებს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენ მას გავაკრიტიკებთ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თუ სახალხო დამცველი ფუნქციას სწორად შეასრულებს, ამისთვის მადლობას გადავუხდით და ამ ნაწილში ობიექტურები ვიქნებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.