გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – თავისი შვილისთვის სწავლის დაფინანსება ბიუჯეტიდან აბსოლუტურად გამორიცხულია თავის ბუნებიდან გამომდინარე – ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ დეტალების მიმოხილვის შემდეგ კითხვები აღარ უნდა დარჩეს.

ალასანიას თქმით, სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილიც აქვს, ხოლო  7 ნოემბერთან დაკავშირებით დეტალების მიმოხილვის შემდეგ, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.

„დიდი განსხვავება ვერ შევამჩნიე დღეს, ძირითადად იჯდა. ფერმენტები დაბალია. მე უფრო ვღელავდი მაშინ. ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო, ფეხზე იდგა. იმედია, ხვალაც იგივე მოხდება. მისი გამოსვლა ჩემთვისაც იყო ძალიან საინტერესო, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი. ამ გამოსვლის და დეტალების მიმოხილვის შემდეგ, რაც 7 ნოემბერს უკავშირდება, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.

განწყობილია, იყოს ხვალ პროცესზე. შეხვედრის დროს უფრო თავის შვილს ელაპარაკებოდა. დიდი ხანია, არ ჰყავდა ნანახი. ედუარდის განცხადებაზე არ მილაპარაკია. ედუარდი ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც იწერება „ფეისბუქში“, გამოსვლებში. მაგის მოგონილი არაფერი არ იყო, რაც თქვა, როგორც ჩანს, მოისმინა და აკეთებს შემდეგ ანალიზს. ის არ ცხოვრობს საქართველოში, თავისი შეხედულებები, თავისი აზრი აქვს. ოჯახი არა, რომელ პოზიციას ვიზიარებთ, ყველას თავისი აზრი აქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე,  რასაც ედავება მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედუარდის სწავლის ხარჯებიც შედის თანხაში,. არის თუ არა დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწავლის თანხა?“, – გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამის გაკეთება გამორიცხულია.

„თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.