ედუარდ სააკაშვილი მამაზე – სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაში

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ მან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მამის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტის შვილმა თქვა, მათ პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.

„ეს იყო ზოგადად მეორე შეხვედრა, თუმცა გადაყვანის შემდეგ პირველი. სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაში. დიდი იმედი აქვს, რომ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. მოვინახულეთ, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა.