მამუკა ხაზარაძე: „ნაცმოძრაობაში“ კომუნიკაცია მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს მომავალი – ესენია ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის არ თანამშრომლობს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებცაც ადამიანების წინაშე ძალადობა ან უსამართლობა აქვს ჩადენილი. ასე უპასუხა მან კითხვას მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, ვისაც აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან, ვისაც ამ ქვეყნისა და ადამიანების წინაშე უსამართლობა გაუტარებია. ამიტომ ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ეს მომავალი არის კოალიცია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.