კახა კალაძე „ნაცმოძრაობას“: სანამ თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა არსებობს, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკაში იდეალური არაფერი იქნება

სანამ თქვენნაირი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა არსებობს, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ახალი ტყუილი, ყოველდღე ეცადოთ, რომ ადამიანები დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, თითქოს დღეს თუ არა ხვალ რევოლუციას აუცილებლად მოაწყობთ და თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ – ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ, როგორც არ გამოგივიდათ გასული 8 წლის განმავლობაში. ყოველთვის იცოდეთ – რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირებები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული“, – განაცხადა კახა კალაძემ.