უცხოეთი

დმიტრო კულება – დარწმუნებული ვარ, პუტინმა მოისმინა მკაფიო, ძლიერი გზავნილები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში რუსეთის ესკალაციასთან დაკავშირებით

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებებით შესაძლებელი გახდა „შეკავება და დეესკალაცია“, –  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა, „როიტერთან“  საუბარში განაცხადა.

კულებმა  დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა მოისმინა ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში რუსეთის ესკალაციასთან დაკავშირებით.

„ამჟამად, რადგან ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის აშკარა ნაკლებობას, მთავარი პრიორიტეტია შემაკავებელი პაკეტის ეფექტიანად განხორციელება, რათა რუსეთის შემდგომი სამხედრო ესკალაციისგან დემოტივირება მოახდინოს. ამის მისაღწევად ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ატლანტიკის ორივე მხარეს“, – თქვა კულებამ.