ივანიშვილმა ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე – მიხეილ სააკაშვილი 

ივანიშვილმა ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი.

ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის ეკატერინე ტიკარაძეს და მისი თქმით მინისტრმა რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა.

,,ივანიშვილმა კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ტიკარაძეს, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე. ის, რომ მან უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ტყულები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა. ბოლოს, მან შეუერთა თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის სურვილს. კოვიდ პასპოტები იყო ბოლო წვეთი. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე . მიუხედავად ყველაფრისა ქალბატონ ტიკარაძეს ვუხდი დიდ მადლობას, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობაში შეინარჩუნა ადამიანობა” – წერია სააკაშვილის მიმართვაში.