ტიკარაძის გადადგომა კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს – ელენე ხოშტარია

ტიკარაძის გადადგომა კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს – ამის შესახებ პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტიკარაძის გადადგომა უკავშირდება შიდა კულუალურ სიტუაციას.

,,აბსოლუტურად არავის არ აქვს განცდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა უკავშირდება კოვიდის მართვას. ტიკარაძის გადადგომა კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს პირდაპირი გაგებით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს უკავშირდება შიდა კულუალურ სიტუაციას. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელია, რომ უნდა ვიმარჩიელო მორიგ ჯერზე რა მოიხარშა ბიძინა ივანიშვილის თავში. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ პარლამენტარების მიმართაც მქონია ეს განცდა რომ ივანიშვილი აპამპულავებს ამ ხალხს. ეს ყველაფერი მთლიანად ქვეყნისთვისაც შეურაცხმყოფელია” – განაცხადა ხოშტარიამ.