ეკა ხერხეულიძე – მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად დატოვოს საპატიმრო დანორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

როგორც ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ პრინციპულობა და მათ სამართლიანობაზე.

„მე ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ მას და ვიცი, როგორ არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება.

რაც შეეხება დასკვნას, ფრაგმენტულად შეფასებები მოსმენილი მაქვს, მაგრამ ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბებული მქონდეს ჩემი აზრი. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე – წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემგან არსად წავა, მთელი ცხოვრება გამყვება ეს მძიმე შთაბეჭდილება. ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ პრინციპულობა და მათ სამართლიანობაზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.