ზღვისუბანს (თემქა) ახალი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა.

როგორც ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ამბობს, ახალი ავტობუსები მის სამაჟორიტარო ოლქსაც მოემსახურება.

-ნამდვილად კარგი სიახლე გვაქვს. ჩემს სამაჟორიტაროში, ზღვისუბნის(თემქა)მოსახლეობას ახალი ავტობუსები მოემსახურება #3 და # 95 ხაზზე. მადლობა თბილისის მერს კახა კალაძეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და გვერდში დაუდგნენ მოქალაქეებს-აცხადებს თამარ ტალიაშვილი