“გავოცდი, როდესაც ,,სუს”-იდან წერილი მივიღე, ინფორმაცია მაინც გადაამოწმეთ!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

არჩილ ჭყოიძე

ერეკლე მეორის საზოგადოება

-დღეს გავოცდი, როდესაც ,,სუსიდან” წერილი მივიღე. თან, თურმე ,,სუსს” ინფორმაცია ჰქონია, რომ ერეკლე მეორის საზოგადოება ხვალ რაღაც აქტივობას და ღონისძიებას გეგმავს, თან თურმე საბჭოთა სიმბოლიკით, თუ სხვა ერეკლე მეორის საზოგადოება არსებობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არანაირ ღონისძიებაში მონაწილეობას არ ვაპირებ, ეს ერთი! 

მეორეც-  ერეკლე მეორის საზოგადოებამ 2016 წელს შეწყვიტა ყველანაერი აქტივობა და შეაჩერა ორგანიზაციის მუშაობა.

მესამეც ის რომ, მაშინაც კი როდესაც ერეკლე მეორის საზოგადოება გამოირჩეოდა აქტიურობით, არასოდეს გამოუყენებია საბჭოთა სიმბოლიკა, მეტიც ჩვენი საზოგადოების იდეოლოგია დაფუძნებული იყო მართლმადიდებლურ მრწამსსა და ტრადიციებზე. აქედან გამომდინარე ყოველთვის უპირისპირდებოდი ბოლშევიკურ და კომუნისტურ იდეოლოგიას.

მეოთხე და მთავარი – ,,სუს”-ის მოვალეობაა რომ ჰქონდეს უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია, რასაც ამ წერილზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, ვინაიდან რა ღონისძიებაზეა საუბარი არც ის ვიცი სად უნდა ჩატარდეს, და საერთოდ ან მე, ან კიდე ერეკლე მეორის საზოგადოება რა შუაშია?

მოკლედ ხუმრობით რომ ვთქვათ, სად ერეკლე სად ეს წერილი და სად კიდევ აქცია კომუნისტური სიმბოლიკით.