„ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება სავარაუდოდ, ყოველდღიურად იქნება გასამებული, ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს – გიორგი ფხაკაძე

დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვალა უნდა გადაიდოს, მინიმუმ 3-4 თვით, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ომიკრონის” შტამის დადასტურებას.

როგორც ექსპერტი ამბობს, მისი გავრცელება, სავარაუდოდ ყოველდღიურად გასამდება.

„როდემდე არ უნდა დამიჯეროთ, ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და არც მაქვს ამის ამბიცია, ყველამ კარგად ვიცით ეს.

დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვალა უნდა გადაიდოს მინიმუმ 3-4 თვით. კოვიდის „ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება სავარაუდოდ, იქნება ყოველდღიურად გასამებული ანუ, 10-30-90 და ასე შემდეგ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ „ფაიზერის”  ე.წ ბუსტერი”, – აცხადებს ფხაკაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.