მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის ერთადერთი შანსი არის შიმშილობა, მაგრამ, როგორც ექიმი, ვიტყვი, მეორე შიმშილობას ვერ გადაიტანს – ნიკოლოზ ყიფშიძე 

ნიკა გვარამია სწორია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის ერთადერთი შანსი არის შიმშილობა, მაგრამ, როგორც ექიმი, ვიტყვი, მეორე შიმშილობას ის ვერ გადაიტანს, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის ისეთი ავადმყოფის სამკურნალოდ შესაბამისი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია.

„მკურნალმა ექიმმა გაიმეორა პრაქტიკულად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო ორი კვირა, თუმცა რაზე მოაწერა ხელი ფორმა 100-ზე, არ ვიცი. მე როგორც მივხვდი, გუშინ მან თქვა, რომ ავადმყოფი აღარ არის, ჯანმრთელია და გადაიყვანეთ უკან, ციხეშიო. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მაგრამ მინდა, გაგახსენოთ, რამდენი ხანია ვსაუბრობ ამის შესხებ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის ასეთი ავადმყოფის სამკურნალოდ. სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მედიცინა დიდი ტრადიციებით, მაგრამ არ ვიცით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა. უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და არ შეიძლება ველოსიპედის თავიდან გამოგონება, უნდა ვუმკურნალოთ იქ, სადაც არის ამის საშუალება და გამოცდილება.

ნიკა გვარამია სწორია, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ბრძოლის შანსი არის შიმშილობა, მაგრამ, როგორც ექიმი, ვიტყვი, რომ ის მეორე შიმშილობას ვერ გადაიტანს და დაიღუპება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password