ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: კლინიკაში თავისუფალი ადგილები ცოტაა – ინტენსიური განყოფილება სრულად დატვირთულია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილება სრულად დატვირთულია. დავით რეხვიაშვილის თქმით, კლინიკაში თავისუფალი ადგილები ცოტაა.

„კლინიკაში ამ ეტაპზე ცოტა თავისუფალი ადგილია. ინტენსიური თერაპიის განყოფილება სრულად დაიტვირთა. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმეა. ჯერჯერობით დატვირთვას ვუმკლავდებით. აუცილებელია, პირბადის მოხმარება გავაორმაგოთ, კიდევ უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ. მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია და „ბუსტერი“ დროულად ჩატარდეს“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.