ავარიული შემთხვევის გამო, ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

გაზმომარაგება გვიან ღამით შეწყდა. „სოკარგაზის“ ფილიალის მმართველის, თემურ ხვინგიას ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შეექმნა.

თემურ ხვინგიას ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.

კომპანიის ცნობით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password