ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, პარლამენტში ხან შემოდიან, ხან არა. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში თუნდაც, თავიანთი ამომრჩევლის ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში თუ ჩაერთვება, მათი ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი.

„ჩამოყალიბდნენ, საერთოდ რა უნდათ. მათი ინიციატივა, რაც ახლოს იყო სიჭკვიანესთან, გავიდა, მათ შორის თვითმმართველობაში. არავინ ბლოკავს, ოღონდ მუშაობა უნდოდეთ. ჩაერთონ პროცესებში და ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება გაზიარებული, მხარდაჭერილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.