საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 76 205 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 295 505.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.28%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.