„რუსთავი 2″-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

“რუსთავი 2”-ის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.