ვინ არის ქალი, რომლის გამოც გოგის წულაია დააკავეს

საპატრულო პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. საუბარია გოგი წულაიას დაკავებაის ფაქტზე.

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, იგი ასმათ დვალიშვილია. მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ დვალიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ პრეზიდენტია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.