სოზარ სუბარი: სააკაშვილი არის ის წყევლა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ანგრევს ყოველდღიურად

სააკააშვილი არის წყევლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ იყოს, არა უშავს, რადგან ეს უკვე აღარ არის საქართველოს წყევლა – ეს არის უბედურება თავისი პარტიისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობისთვის კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ის სააკაშვილის გარეშე არ არსებობს.

„სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ ნულია და სააკაშვილის ხელში კიდევ უფრო, 2 ცეცხლს შუაა. სააკაშვილი არის ის წყევლა, რომელიც ამ პარტიას ანგრევს ყოველდღიურად და ვისაც ოდნავ სინდისი აქვს, ვისაც გონება შერჩენია, მის გამოხტომების გამო, აღარ იციან უხერხულობით სად წავიდნენ. კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს და ანგრევს მათ იმიჯს. ეს ბრძოლა შიგნით არახალია” – განაცხადა სუბარმა.