კიევში, ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დაკავებულია

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხა, დაკავებულია.

დაკავებული 34 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის ხულიგნობის მუხლით დააკავეს და შვიდ წლამდე პტიმრობა ემუქრება. პოლიცია აგრძელებს ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების ძებნას.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩამს, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს კიევში 7 თებერვალს უცნობმა პირებმა სცემეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადეიშვილზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი, საქართველოში მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.