რატი იონათამიშვილი: სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს ოპოზიციიდან გამრავლების ტაბულაში ორიანი ჰყავს

„სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს ოპოზიციიდან გამრავლების ტაბულაში ორიანი ჰყავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვიმა განაცხადა.

მისი თქმით, „როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ თანამდებობები გადაინაწილონ, ელემენტარული არითმეტიკაც დაავიწყდათ”

„სინამდვილეში ძალიან უხერხულია, როცა გაქვს იმის ამბიცია, რომ მუნიციპალიტეტისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია და ამ დროს 16-ეე წევრს გამრავლების ტაბულაში ორიანი ჰყავს. საზოგადოებამ ნახა, რომ არითმეტიკა არათუ არ იციან, პირველი კლასის მასალას ვერ ფლობენ, მათთვის 16 მეტია 17-ზე და 16 არის უმრავლესობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მამუკა მდინარძის განცხადებით, სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა.