მარიუპოლი ჩვენთვის სიცოცხლეა, რუსეთისთვის კი, სამწუხაროდ, ეს არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ – ზელენსკი

რუსეთისთვის მარიუპოლი არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ბევრი რუსი ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ რუსეთის ფედერაციას არ აქვს რაიმე „დიდი სტრატეგია“.

„მარიუპოლი ჩვენთვის სიცოცხლეა, ის ჩვენთვის ქალაქია. მათთვის კი, სამწუხაროდ, ეს არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.