გიორგი ვოლსკი: ქოლგის ქვეშ გაერთიანება უცხო არ არის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა თვითონ ეს თემა საორჭოფოა, როცა საქმე ეხება ასეთ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას

გიგი უგულავა იყო წევრი „ევროპული საქართველოსი“ და განაცხადა, რომ სააკაშვილი არის ჩამოსაწერი თუ ჩამოწერილი მანქანა, რომელიც უნდა გადავისროლოთ ნაგავში, მერე ამ პარტიამ არ გაამართლა და დაკარგა ადგილი, ახლა ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან – პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ  განაცხადა.

„ჩემი პირადი აზრია, რომ თავის თავის პოლიტიკური სივრციდან გაქრობის საშიშროების წინაშე დამდგარი უგულავა ლაპარაკობს და არა ადამიანი, რომელსაც იჯენენ საერთოდ მაგიდასთან და „ნაციონალური მოძრაობა“ ესაუბრება ამა თუ იმ თემაზე ან თაკო ჩარკვიანი, თავისი პარტიით, რომელიც არავის არ ახსოვს, მაგრამ თავისი აქტიურობით უნდა, რომ წინა ხაზზე გამოჩნდეს. სიტყვა ქოლგის ქვეშ გაერთიანება უცხო არ არის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა თვითონ ეს თემა საორჭოფოა, როცა საქმე ეხება ასეთ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა ვოლსკიმ.