„რუსები 90-იანებში ტერორიზმს უჭერდენ მხარს“

რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია-შეიძლება ამ ფრაზამ მავანნი გააღიზიანოს, მაგრამ ფაქტია, რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს და ამისი ბევრი მაგალითი გვაქვს, აი „გაბრაზებული რუსეთი“ კი კიდევ უფრო საშიში და სასტიკია.

როგორც საზოგადოება ამჩნევს არჩილ ჭყოიძემ, რომელიც პრორუსულ ძალად იყო მიჩნეული და აქტიურ „რუსეთუმეც“ უწოდებდნენ, ბოლო დროს მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლისადმი, ეს მის ბრიფინგებზეც თვალშისაცემია, ფოტოებზეც და სტატუსებშიც.

10399932_1049083581799975_6591402500022259374_n 13178529_1087972341244432_9071651103997380575_n

სწორედ მისმა ერთ-ერთმა ბოლო სტატუსმა და სტატუსის ქვემოთ დაწერილმა კომენტარებმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.

-„რუსეთს აფხაზეთის ომში მხარი რომ არ დაეჭირა ბასაევის და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის, არც ჩეჩნეთის ომი იქნებოდა და არც 8 აგვისტო! რაც მთავარია არანაირი ლტოლვა არ ექნებოდა საქართველოს და მის ხელისუფლებას ნატოსკენ“-წერს ჭყოიძე.

კომენტარებში პირდაპირ წერენ:

-„თქვენი პოსტი,არ მოეწონებათ რუსებს, ვიზა თქვენთვის აღარ არის! ამ წუთას რუსი თქვენი მეგობარი ფბ-ში კითხულობს თქვენს პოსტს ყმაწვილო ….. ქექავთ და ხომ იცით…….. ამიტომ პატარა ბიჭუნა ხარ, დედიკო ვეღარ დაგეხმარება …. “

მრავალწერტილის ადგილას რა იგულისხმება, ეს ალბათ ადვილი მისახვედრია, მითუმეტეს როცა ასე მკაფიოდ ადანაშაულებ რუსეთს!  ისე კი, მას მერე, რაც ჭყოიძემ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა და უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ „კეთილი ძია პუტინი“ მხოლოდ ილუზიაა, მის მიმართ გახშირდა მუქარებიც, უკვე სოციალრ ქსელში ღიად და აშკარადაც აფიქსირებენ რუსეთის მხარდამჭერები აგრესიას და მუქარას ჭყოიძის მიმართს.

ასეთ დროს ალბათ ქართველმა სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომებიც უნდა მიიღონ და ყურადღებას არ უნდა მოადუნონ, ჯერ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურები ღიად აფიქსირებენ მუქარას საქართველოს მოქალაქეზე და მეორეც-ჭყოიძის მიმართ ასეთი კომენტარები, განცხადებები თუ მუქარები შესაძლოა გაფრთხილებაა სხვა მოქალაქეებისთვისაც-რუსეთის წინააღმდეგ არ წავიდნენ.

ბოლო შენიშვნა ჭყოიძისადმი – „თქვენი პოსტი,არ მოეწონებათ რუსებს…ალბათ ყველა იმ მოქალაქეზეა გათვლილი, ვინც ღიად აფიქსირებს დამოკიდებულებას აგრესორისადმი.

დიალოგეს ალტერნატივა არ აქვს, დიალოგის გარეშე დაკარგული ტერიტორიები არ დაბრუნდება, მაგრამ ის, რომ უკვე სტატუსებიც უნდა მოვზომოთ და პირადი დამოკიდებულებაც რუსეთის თუ პუტინის მიმართ, დიალოგის რომელ ფორმაში ჯდება რთული გასაგები არ უნდა იყოს!..

ჭყოიძესაც რომ თავი დავანებოთ და გავცდეთ პირადულ საზღვრებს, ბუნებივია ჩნდება კითხვა-რატომ მხოლოდ ჩვენ უნდა მოვზომოთ, გადავდგათ ნაბიჯი, დავთმოთ, გავჩუმდეთ…და რატომ არ უნდა დაიწყოს მოქმედება რუსეთმაც?

კომენტარის დატოვება