როდესაც ,,ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ჯაფარიძეს რომ ბოდიშები ეხადა, პარლამენტიდან არ გაუშვენდნენ, ამით ისინი აღიარებენ თავიანთ პოლიტიკურ დანაშაულს – დავით უსუფაშვილი 

როდესაც ,,ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ჯაფარიძეს რომ ბოდიშები ეხადა, პარლამენტიდან არ გაუშვენდნენ, ამით ისინი აღიარებენ თავიანთ პოლიტიკურ დანაშაულს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური მოტივებით შეუწყვიტეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს.

,,როდესაც ,,ქართული ოცნების” ლიდერები აღიარებენ, რომ ბადრი ჯაფარიძეს რომ ეღიარება დანაშაული და ბოდიშები ეხადა მაშინ, მას პარლამენტიდან არ გაუშვებდნენ ამითი ისინი აღიარებენ იმ პოლიტიკურ დანაშაულს, რომელიც ორი დღის წინ ჩაიდინეს. უკანონოდ, უსაფუძვლოდ, პოლიტიკური მოტივებით შეუწყვიტეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს. ამაზე მკაფიო, გულწრფელი, აღიარებითი განცხადება ძნელია, წარმოიდგინო ადამიანმა.” – აღნიშნავს უსუფაშვილი.