საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 595 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 526 205.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პირი ემსხვერპლა.