ლაგოდეხში, სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს

ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კაბალში, ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ისროლა ხელყუმბარა. ნიაზოვი პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ჯემალ ნიაზოვი ჯერ ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ კი ქართული ოცნების მმართველობის დროს კაბალის გამგებელი იყო.