რუსეთი ცდილობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტპოსადგურის ხელში ჩაგდებას

უკრაინის პრეზიდენტი განცხადებას „ტვიტერზე” ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტპოსადგურის ხელში ჩაგდებას. ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს 1986 წლის ტრაგედია. ამის შესახებ შევატყობინე პრემიერ-მინისტრს, ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის ” – წერია ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში.