დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.