ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

ამას გარდა, მისი თქმით, ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვასა და მიწოდებას.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები

პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.