ჟოზეფ ბორელი – ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე

ჩვენ გვადარდებს, რა შეიძლება მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, მოლდოვაში ვიზიტს გეგმავს.

„ჩვენ გვადარდებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე. ასე რომ, ჩვენ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება იმას, თუ რა ხდება იქ. მე ვაპირებ მოლდოვაში ვიზიტს, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით იმასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე და ვუყუროთ, როგორია ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის წვრობის კანდიდატების პოზიციები ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.