კიევში, დღეს, 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა

კიევში, დღეს, 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტრო ჩვეულზე იშვიათად იმოძრავებს. კიევის ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გარეთ არ გავიდნენ.

„აღვნიშნავთ, რომ „კომენდანტის საათი“ გაუქმებული არ არის. მისი მოქმედება 28 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდება 22:00-დან 07:00 საათამდე. ამიტომ როდესაც 08:00 საათის შემდეგ ქალაქში გახვალთ, ნახავთ გარკვეულ გამაგრებებს, ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობებს და სხვა საფორტიფიკაციო შეიარაღებას. დედაქალაქში, თითქმის ყველა რაიონში გრძელდება ქუჩის ბრძოლა. ამიტომ გარეთ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გადით“, – ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კიევის მცხოვრებლებს მოუწოდეს, გააძლიერონ ურთიერთდახმარება განსაკუთრებით, კი ხანშიშესული ადამიანების.